„გიოტებორგმა” ხარაიშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„გიოტებორგმა” ხარაიშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„გიოტებორგმა” გიორგი ხარაიშვილთან კონტრაქტის გახანგრძილება გადაწყვიტა – ინფორმაციას შვედური გამოცემა expressen.se ავრცელებს.

„ხარაიშვილი “საბურთალოდან” “გიოტებორგში” თებერვალში გადავიდა და ხელშეკრულება – 1+2,5 წლით გააფორმა. კლუბის ხელმძღვანელობა პირობებზე ხელახლა დალაპარაკებას ნოემბერში გეგმავდა, მაგრამ შვედებმა გადაწყვიტეს, კონტრაქტის პირობებით დროულად ესარგებლათ და ხარაიშვილთან ურთიერთობა კიდევ 2,5 წლით გააგრძელეს” – წერს გამოცემა.

ალსვენსკანის მე-18 ტურში “გიოტებორგმა” “ოსტერსუნდი” შინ 2:1 დაამარცხა. ამაში გადამწყვეტი როლი ხარაიშვილმა შეასრულა – კუთხურიდან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, შედეგად გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ხარაიშვილი სეზონის დასაწყისში სათადარიგოებში იყო, თუმცა მალე ძირითად შემადგენლობაში დააწინაურეს და თავი გამოავლინა – 16 მატჩში გატანილი ოთხი გოლი და პროგრესირებადი თამაში შვედებს არ გამორჩენიათ. კონტრაქტის გახანგრძლივება ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყდა.