გიორგი ზურაბიშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება
პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გიორგი ზურაბიშვილი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ინტერნეტში ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული მამუკა ბერძენიშვილის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მას უცნობი პირებისგან მუქარის წერილები მიუვიდა.
„ეს მუქარები გრძელდება. მეტიც, იმდენად გათავხედნენ ეს ადამიანები, არა მხოლოდ პირადი მიმოწერით, უკვე საჯაროდ კომენტარებსაც ტოვებენ სხვადასხვა ყალბი ექაუნთებით. მე ყვალანაირ ინფორმაციას მივაწვდი, ყველა მესიჯს, რაც მომწერეს და ვნახოთ, მე შემპირდნენ, რომ მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა კიბერუსაფრთხოების და შეეცდებიან, მაქსიმალურად გამოიძიონ, მოიკვლიონ ინფორმაცია. მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წიაღში ხდება ეს ყველაფერი და ვნახოთ, რამდენად გაამართლებს, თუ გენინსპექციამ ვერაფერი გაახერხა, ჩვენ ასევე პარალელურად პროკურატურაში შევიტანთ სარჩელს და ჩავრთავთ ამ საქმეში“, – განაცხადა გიოგი ზურაბიშვილმა.