მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, მედიის წარმომადგენლები 26 მარტს ბრიფინგს გამართავენ
მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, მედიის წარმომადგენლები 26 მარტს ბრიფინგს გამართავენ

მედიის წარმომადგენლები ხვალ, პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან. პირველი არხის შენობასთან ბრიფინგი 12:00 საათზე გაიმართება.

შეკრებილები წაიკითხავენ მიმართვას, რომელშიც პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკაზე ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კომენტატორებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, ტელევიზიებისა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, მივიდნენ პირველი არხის შენობასთან და მხარი დაუჭირონ მამუკა ბერძენიშვილს.

MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ საბოლოოდ ერთი წლით შეამცირა და არსებულ კანონზე დაყრდნობით ბერძენიშვილს მინიმალური, თუმცა, 8 წლით პატიმრობა განესაზღვრა.