გიორგი ტყემალაძე - დარწმუნებული ვარ, მერიის მხრიდან დაგეგმილი სამუშაოები თბილისს აუცილებლად გადააქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად
საახალწლო კონცერტს ვარკეთილში დაესწრო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. გიორგი ტყემალაძემ მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.
„მინდა, მივულოცო თითოეულ თბილისელს 2018 წელი, ვუსურვო, რა თქმა უნდა, მათი სურვილების ასრულება. დარწმუნებული ვარ, 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუსურვო ბევრი სიხარული, სიყვარული. დარწმუნებული ვარ, თბილისის მერიის მხრიდან დაგეგმილი სამუშაოები ჩვენს ქალაქს, თბილისს აუცილებლად გადააქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.