„ფორბსმა“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა
„ფორბსმა“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის ათი საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მეხუთე ადგილზეა

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს. რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირის კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს – ლონდონი, მეოთხეს კი პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.

თბილისი რეიტინგში მე-5 ადგილზეა. როგორც „ფორბსი“ წერს, საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვის, ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი. აქვე აღნიშნულია, რომ თბილისი გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. ქალაქი საშობაო და საახალწლო დღესასწაულებისთვის შესანიშნავად არის მორთული, ეს განწყობა კი იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ასევე, ორგანიზებულია საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები, რითიც თბილისი ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქებს შორისაა.

რეიტინგში ასევე შედიან პრაღა, იბიცა, სან მიგელი, ედინბურგი და პორტო.