გიორგი ქობულია - სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზება ჯერ არ იგეგმება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზება ჯერ არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განუცხადა.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას რეაბილიტაციის რეჟიმიდან მისი გამოყვანა, დაფინანსება კერძო კომპანიის მოდელის მსგავსად.
„ელექტროსისტემის პრივატიზება ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერ დღის წესრიგში დგას ელექტროსისტემის კორპორატიზაცია. მისი გამოყვანა, სახელმწიფო ვალის ჩამოწერა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, უნდა ამაღლდეს ელექტროსისტემის ეფექტიანობა.
„სხვა რამეს შემდეგ განვიხილავთ, მაგრამ ეს პირველი ორი წლის განმავლობაში არ იქნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.