გიორგი ნაკაშიძე - გამიხარდა ოთო ნემსაძის გამარჯვება, რადგან ღირსეული და გამორჩეული კონკურსანტი იყო
გამიხარდა ოთო ნემსაძის გამარჯვება, რადგან ღირსეული და გამორჩეული კონკურსანტი იყო, – ამის შესახებ პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტმა, გიორგი ნაკაშიძემ განაცხადა.
„რაც აქამდე პროექტები ყოფილა, ყველაზე მაგარი ფინალი იყო. ძალიან გამიხარდა ოთოს გამარჯვება, რადგან ღირსეული და გამორჩეული კონკურსანტი იყო“, – აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.