გიორგი კვირიკაშვილის სომხეთში ვიზიტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ შედგება
საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 1-ელ დეკემბერს იგეგმებოდა.