დავით ზალკალიანი - სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი მიმართულებები
დავით ზალკალიანი - სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი მიმართულებები

სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშრებით განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.

„პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართვლოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე, კულტურა, ეკონომიკა, ხალხთა შორის თანამშრომლობა და ვისაუბრებთ მრავალმხრივ ფორმატებში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს ეწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში გაემზგავრა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.