გიორგი კვირიკაშვილი - გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, მე პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ
გიორგი კვირიკაშვილი - გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, მე პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ

გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, მივიჩნევ, რომ ეს ადამიანი თავისი თვისებებით არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არა მარტო პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას უბრალო მიზეზის გამო არ ვაპირებ,  მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს, პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნებიც კი გაჩნდეს“, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი