მედიის ინფორმაციით, შარლ მიშელი 16 ივლისს სომხეთს ეწვევა
მედიის ინფორმაციით, შარლ მიშელი 16 ივლისს სომხეთს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 16-17 ივლისს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.

საკითხთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით სომხეთში დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების თაობაზე“.