ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 16-17 ივლისს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.
საკითხთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით სომხეთში დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების თაობაზე“.