გიორგი ხელაშვილი - არსებულ რთულ პერიოდში ვითარების არევის მცდელობა სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობაა
ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ მოვუწოდებთ, ის კონსტრუქციული პოზიცია დაიკავონ, რომლისკენაც მათ ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა უბიძგებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისედაც რთული პერიოდია, ასეთ დროს არეულობის მცდელობა სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობაა.
„არეულობას კარგი არც მათთვის მოაქვს, არც სახელმწიფოსთვის და არც მთავრობისთვის. ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფებით. ესაა პანდემიით გამოწვეული პრობლემები, რომელსაც მოჰყვა და მოჰყვება ეკონომიკური პრობლემები. ამ ვითარებაში სიტუაციის არევის მცდელობა სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.