გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არა პრივილეგირებულ, არამედ დაჩაგრულ მდგომარეობაშია და ის ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს
გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არა პრივილეგირებულ, არამედ დაჩაგრულ მდგომარეობაშია და ის ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არა პრივილეგირებულ, არამედ დაჩაგრულ მდგომარეობაშია და ის ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს, – განაცხადა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ქვეყანაში კომერციული მაუწყებლების პრიმატი არსებობს, რაც პარლამენტში პირდაპირ ითქვა. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც საზოგადო სიკეთე უფრო ცუდი რამეა და დაჩაგრულია, ვიდრე – კერძო სიკეთე. ეს მდგომარეობა ძალიან ცუდია და ის ადამიანები, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგებით, კერძო სიკეთეების სასარგებლოდ საზოგადო სიკეთეს ებრძვით. თქვენ ცდილობთ, კერძო ინტერესი საზოგადო სიკეთეზე მაღლა დააყენოთ. ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

ამ განცხადებით გიორგი გვიმრაძემ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია“.