ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველ არხს სტუმრობს
ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველ არხს სტუმრობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველ არხს სტუმრობს.

კოლომინას შეხვდნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ახალაია ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩაწერს, რომელსაც მაყურებელი 24 დეკემბერს, „კვირის მოამბეში“ ნახავს.