გიორგი გვიმრაძე - თვალს ვადევნებთ ცალკეული პოლიტიკოსების შეტევის ობიექტად საზოგადოებრივი მაუწყებლის დასახვას, დიახ, ვართ დამოუკიდებლები, ძლიერები და ვდგავართ საზოგადოების სამსახურში, აუცილებლად ასე გავაგრძელებთ
გიორგი გვიმრაძე - თვალს ვადევნებთ ცალკეული პოლიტიკოსების შეტევის ობიექტად საზოგადოებრივი მაუწყებლის დასახვას, დიახ, ვართ დამოუკიდებლები, ძლიერები და ვდგავართ საზოგადოების სამსახურში, აუცილებლად ასე გავაგრძელებთ

სამწუხაროა, რომ თვალს ვადევნებთ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან შეტევის ობიექტად საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი ჟურნალისტების დასახვას და შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ტერორს. დიახ, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ძლიერები და ვდგავართ საზოგადოების სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი გვიმრაძე აღნიშნავს, ვინმეს თუ არ მოეწონება კითხვა, რომელიც მის მიმართ ობიექტურად არსებობს და ეცდება, ამ კითხვის გამო რომელიმე ჟურნალისტს და მთელ ორგანიზაციას რაიმე სახის კლიშე მოაკეროს, ეს მხოლოდ იმაზე იმეტყველებს, რომ მას დამოუკიდებელი მედია, მის მხარდამჭერ მედიად წარმოუდგენია, რასაც ვერ მიაღწევს.

„სამწუხაროა, რომ თვალს ვადევნებთ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან შეტევის ობიექტად საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი ჟურნალისტების დასახვას და შესაბამისად, ფსიქოლოგიურ ტერორს. დიახ, ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ძლიერები და ვდგავართ საზოგადოების სამსახურში. აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. თუ ვინმეს არ მოეწონება კითხვა რომელიც მის მიმართ ობიექტურად არსებობს და ეცდება, რომ ამ კითხვის გამო ჩვენს რომელიმე ჟურნალისტს და მთელ ორგანიზაციას რაიმე სახის კლიშე მოაკეროს, ეს მხოლოდ იმაზე იმეტყველებს, რომ მას დამოუკიდებელი მედია, მის მხარდამჭერ მედიად წარმოუდგენია, რასაც ვერ მიაღწევს, რაც არ უნდა დაშვრეს. ასე რომ, ტყუილად ნუ დაშვრებით ამხანაგებო. ჩვენ მყარად ვართ იქ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იდგეს“, – წერს გიორგი გვიმრაძე.