გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, დადასტურდება, თუმცა საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.
თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.