ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება მიიყენა
ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება მიიყენა

ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება მიიყენა. მისი თქმით, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებს აპროტესტებენ.

„შემთხვევა 30 მარტს მოხდა. პატიმრები ითხოვენ წყალს, სამედიცინო მომსახურებას, წამლებს. ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი“, – განაცხადა პირველ არხთან თეონა ნიკოლაიშვილმა.

ბათუმის ციხეში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე იმყოფება. ის პატიმრებთან შეხვედრას აპირებს.

დატოვე კომენტარი