საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენა ხვალ 16:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრი დეპუტატების წინაშე ხვალ წარდგება.
გიორგი გახარია პლენარულ სესიაზე სამ საკითხზე ისაუბრებს: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოების შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.