შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

17:32, 18.05.2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტარებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით დაგეგმილ სიახლეებზეც ესაუბრა. შს მინისტრის თმით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

„ამასთან ერთად, მინდა გითხრათ რამდენიმე უახლოესი ინიციატივა, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება, რაც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე იქნება ცივი იარაღის ნაწილშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი