დიმიტრი ცქიტიშვილი - მგონია, არსებობს არგუმენტები, რომ ღამე კლუბებში შესვლის აცილება შეიძლებოდა
დიმიტრი ცქიტიშვილი - მგონია, არსებობს არგუმენტები, რომ ღამე კლუბებში შესვლის აცილება შეიძლებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რჩება კითხვა იმის თაობაზე, 12 მაისს სპეცოპერაცია მაინცდამაინც ორ კლუბში რატომ ჩატარდა და თუ ჩატარდა, ვინმე კონკრეტული რატომ არ დააპატიმრეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, დიმიტრი ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლუბური ცხოვრებისა და ახალგაზრდების დემონოზება მოხდა.

„მაინც მგონია, რომ ჯერ კიდევ არსებობს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცოპერაციისა და ღამე კლუბებში შესვლის აცილება შეიძლებოდა. თუ ინფორმაცია დამუშავებული დროთა განმავლობაში იყო, ამ სპეცოპერაციას კონკრეტული დაპატიმრება უნდა მოჰყოლოდა. რადგან არ იყო, კითხვა მრჩება, მაინცდამაინც ამ ორ კლუბში რატომ ჩატარდა და სხვა კლუბებში რატომ არ იყო. თუ შესვლა იყო, ვინმე კონკრეტულის დაპატიმრება რატომ არ მოხდა. ასევე, რამდენად იყო გათვლა იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რაც ამ პროცესმა გარკვეულწილად გამოიწვია. პოლიტიკურ შედეგებში იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებაში გარკვეული პოლარიზება მოხდა ისევე, როგორც კლუბური ცხოვრებისა და იმ ახალგაზრდების დემონოზება, ვინც კლუბში იმყოფებიან. ასეთი პრობლემებისგან თავი უნდა ავირიდოთ. შეგვიძლია, ახალი დონის პოლიციას ეს სტანდარტი დავუყენოთ”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.