გიორგი გახარია - 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე
გიორგი გახარია - 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე

12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

„იმ გამოცდილებას, რომელიც გვაქვს 9 აპრილიდან დაწყებული 26 მაისით დამთავრებული – მართლა დიდი ენერგია აქვს და ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, რისი გამოსწორების საშუალებაც გვაქვს იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს. 12 მაისს პოლიცია  ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დინამოს სტადიონის ირგვლივ 12-ში იყო სპეციალური ღონისძიება, ხოლო 13-ში პარლამენტის წინ პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე“, – განცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.