გიორგი გახარია - მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ შემთხვევებზე არ ვილაპარაკებ, ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა
გიორგი გახარია - მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ შემთხვევებზე არ ვილაპარაკებ, ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განმარტებით, დღეს ის საუბრობს სისტემურ პრობლემებსა და საკითხებზე, როცა კორუფციასა და ნეპოტიზმს ახსენებს.

ამ განცხადებით გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უპასუხა კითხვას, „სად, რომელ სახელისუფლო შტოებში დაინახა კორუფცია და ნეპოტიზმი“.

მისი თქმით, ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის, გარდამავალი დემოკრატიის რეფორმირების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის კორუფცია უზარმაზარი გამოწვევაა.

გიორგი გახარიას განმარტებით, სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სუსტი ინსტიტუტები და როდესაც ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციული რისკები და ნეპოტიზმი უკვე არის სისტემური პრობლემა და არა კონკრეტული კორუფციული შემთხვევების პრობლემა.

„თუ ყურადღებით ნახავთ ყველა იმ თემას, რაზეც ვსაუბრობდი, ხაზგასმით ვსაუბრობდი სისტემურ პრობლემებზე, სისტემურ საკითხებზე. ავხსნი, რატომ იყო ნახსენები კორუფცია და ნეპოტიზმი. ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის, გარდამავალი დემოკრატიის რეფორმირების სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის კორუფცია არის უზარმაზარი გამოწვევა.

რატომ არის ეს დღეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რა სისტემურ რისკს ვხედავ მე აქ. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სუსტი ინსტიტუტები. როდესაც ქვეყანას აქვს სუსსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციული რისკები და ნეპოტიზმი, უკვე არის სისტემური პრობლემა, ეს არ არის კონკრეტული კორუფციული შემთხვევების და ქეისების პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას და განვითარებას, სისტემური თემაა ეს. თუ გგონიათ, რომ მე ამაზე მარტო გუშინ დავიწყე საუბარი – არა, ომბუდსმენობიდან დაწყებული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ყოველთვის იყო კორუფცია და ეს ყველამ კარგად იცის. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ინტერესის გამო, შეგიძლიათ, ჩემს ირგვლივ ან ჩემს გუნდში ერთი ადამიანი მაინც იპოვოთ, რომელიც რაღაცნაირად არის ჩემთან დაკავშირებული და ამ ნიშნით იყო სადმე დანიშნული, არასოდეს არ ყოფილა. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არაგონივრული ნაბიჯია.

რატომ ახლა? დაახლოებით 5-6 თვის წინ, როდესაც მთავრობის ახალი მანდატი მტკიცდებოდა პარლამენტში, მე პირველად მაშინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი ის, რაც ვთქვი. და ამის შემდეგ ზუსტად მეორე დღეს, ოფიციალურად მივმართე საკანონმდებლო ცვლილებით პარლამენტს, მე უკვე წამოსული ვიყავი, მეორე, თუ მესამე დღეს დამტკიცდა ცვლილება, რომლის მიზანიც იყო იუსტიციის სამინისტროდან ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის ქვეშ გადმოტანა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მიზანი დღესაც და მაშინაც იყო, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ყოველთვის მზად და გაცხადებული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი ანტიკორუფციული სტრატეგია.

„გარდა ამისა, ამის შემდეგ უკვე მოსამზდებელი სამუშაოების დონეზე დაწყებული გვქონდა საუბრები მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი, არის შესაქმნელი ერთიანი საგამოძიებო სისტემა. დღეს, მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი გადანაწილებულია ბევრ სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში. ეს სისტემური საკითხია, ისევე როგორც რამდენიმე თემა იყო, რომელზეც ხვალ, ზეგ შეიძლება, ვიღაცამ თქვას, გახარია სად იყავი, ახლა რომ ამბობ ამას, ასეთი იყო რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა. პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, ასევე გაცხადებული მქონდა დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება, მესამე, რაც დაწყებული მქონდა, ინტეგრაციის მექანიზმების უნიფიცირება პრემიერის აპარატის ქვეშ.

ეს ყველაფერი დაწყებული მქონდა, და რა თქმა უნდა, ნამსჯელი და განხილული მქონდა კოლეგებთან და გუნდთან ერთად. თქვენ თუ გინდათ, რომ მე დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა.

დღეს ბოლო არჩევნების შემდგომ უაღრესად მძაფრად გამოჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და კორუფციული, ნეპოტისტური რისკები ერთად არის სისტემური პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის, რასაც სტრატეგიულად უნდა მივხედოთ, თორემ ვიღაცებს რომ ჰგონიათ, პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაში რაღაცა პოლიტიკურ დინამიკას ქმნიან, სინამდვილეში იქნება დინამიკის ილუზია და ქვეყანა დგას ერთ ადგილას“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას, „რა მასშტაბის კორუფიცა გვაქვს დღეს ქვეყანაში?“, – გახარია პასუხობს: „ჩათვალეთ, რომ ეს წამოწყება, რაც დავიწყე პრემიერის რანგში და ახლა ვაგრძელებ სისტემის გარედან, იყო პრევენციული ნაბიჯები, წინასწარ გასაკეთებელი, რადგან საერთაშორისო რეიტინგებით კორუფციული რისკები დღეს საქართველოში საკმაოდ დაბალია, ეს სერთაშორისო გაზომვებია…ჩემი ცოდნები ხომ ცოტა უფრო მეტია. ამიტომ, ის აღქმები, რომელიც არის საერთაშორისო გაზომვებით, ერთია, და მეორე მხრივ, ჩვენმა ინსტიტუციონალურმა მდგომარეობამ, რომელიც ძალიან კარგად ვიცი, მომცა საფძველი, გამოვსულიყავი ინიციტიავით, იუსტიციის სამინისტროდან ანტიკორუფციული საბჭო წამოგვეღო პრემიერის ქვეშ“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, „როგორც პრემიერს მიგიღიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება კონკრეტული კორუფციული ფაქტის აღსაკვეთად?“, – გახარია აღნიშნავს, რომ რისკების შეფასების დროს ბევრჯერ და არა მხოლოდ პრემიერობის დროს.

„ბევრჯერ, რისკების შეფასების დროს ბევრჯერ, ისევე როგორც ბიზნესომბუდსმენის მიერ“, – დასძინა გიორგი გახარიამ.