პაატა მანჯგალაძე - ჩვენთვის მთავარი სამიზნეა „ქართული ოცნება“ და არა გიორგი გახარია
პაატა მანჯგალაძე - ჩვენთვის მთავარი სამიზნეა „ქართული ოცნება“ და არა გიორგი გახარია

ახლა ჩვენთვის მთავარი სამიზნეა „ქართული ოცნება“ და არა გახარია. კარს არავის არც ვუკეტავთ და არც ვაღებთ. რა შედეგებიც ექნებათ პარტიებს, იმის მიხედვით გავუწევთ ანგარიშს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ პარტიებს მათ მიმართ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერის შესაბამისად დაელაპარაკებიან.

„ოპოზიციის შიგნით კითხვების დასმას მირჩევნია, კითხვები დავუსვა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც გააღარიბა და გააღატაკა ეს ქვეყანა. ყველასთან გვაქვს კითხვები, მაგრამ ყველაზე მეტი კითხვები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ჯერ არის არჩევნების წინა პერიოდი, არის კონკურენცია და ამ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. ახლა ჩვენთვის მთავარი სამიზნეა „ქართული ოცნება“ და არა გახარია. კარს არავის არც ვუკეტავთ და არც ვაღებთ. რა შედეგებიც ექნებათ პარტიებს, იმის მიხედვით გავუწევთ ანგარიშს. წითელ ხაზებს აწესებს საქართველოს მოქალაქე. ვინ როგორ დაუჭერს მხარს კონკრეტულ პარტიას, ყველას იმის შესაბამისად დაველაპარაკებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ“.