გიორგი ალიბეგაშვილი - შესაძლოა, ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ
გიორგი ალიბეგაშვილი - შესაძლოა, ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ

სკოლებში სწავლების დროს პედაგოგები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა, რასაც შემდგომ ვიღებთ. იგივე პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებთანაც, – ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტი ჟურნალისტებისთვის და პედაგოგებისთვის გამართული მეტყველების სავალდებულო ტრენინგის ჩატარებაზე და ამ მიმართულებით რესურსების მოძიებაზე მართლაც ფიქრობს.

„სკოლებში სწავლების დროს მართლაც ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ეს არის სათავე იმ პრობლემებისა, რასაც შემდგომ ვიღებთ. იგივე პრობლემა გვაქვს ჟურნალისტებთანაც. ამიტომ შეიძლება ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა გამართულ მეტყველებას დაეუფლონ. ამასთან, აღარ იყოს ტერმინოლოგიის აღრევა. ამას წინათ, ვუყურებდი ჩვენს საამაყო მორაგბეებს და კომენტატორმა აღნიშნა, რომ კრეატიული რაგბისტიაო. აქ სწორედ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნის პრობლემაც არის. ეს სიტყვებით კეკლუცობაა, რაც საბოლოო ჯამში ენას აზიანებს, რადგან იგივე ამ მატჩებს ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

დეპუტატი გუგული მაღრაძე დღეს დეპუტატების, პედაგოგებისა და ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოვიდა და გიორგი ალიბეგაშვილს აღნიშნული შეთავაზებით მიმართა.