პრემიერი - ენის პალატას გიორგი ალიბეგაშვილის სახით ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს
პრემიერი - ენის პალატას გიორგი ალიბეგაშვილის სახით ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ენის სახელმწიფო პალატის შექმნა დაგვიანდა, თუმცა დღეს მას გიორგი ალიბეგაშვილის სახით ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, გიორგი ალიბეგაშვილს საინტერესო გეგმები აქვს.

„ენის პალატა კანონის მოთხოვნა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ დავაგვიანეთ კანონის შესრულება. თუმცა, კარგია, რომ დღეს შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილის სახით, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში. საინტერესო გეგმები აქვს და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა“, – განაცხადა პრემიერმა.