გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„ყველაფერი კარგად იქნება და გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისს ამ წუთებში ტოვებენ.
შეგახსენებთ, დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გააკეთებს.