გია გაჩეჩილაძე - გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება

გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ყველაფერი კარგად იქნება და გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისს ამ წუთებში ტოვებენ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გააკეთებს.