ღუდუშაურის საავადმყოფოში კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე მივიდა
ღუდუშაურის საავადმყოფოში კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე მივიდა

ღუდუშაურის საავადმყოფოში  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე მივიდა.

კლინიკაში შესვლამდე მამუკა ჭელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფება ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.