ღუდუშაურის საავადმყოფოში ამ წუთებში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
ნიკოლაიშვილი საავადმყოფოში ამ წუთებში დაკითხვაზე დასასწრებად მივიდა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.