ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ დოდო გუგეშაშვილს დღეს პალატაში არ გადაიყვანენ
დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, დღეს მას პალატაში არ გადაიყვანენ, – ამის შესახებ პირველ არხს ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა დღეს გუგეშაშვილის დაკითხვა, ასევე, როდის შეატყობინებენ მას შვილის დაღუპვის შესახებ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.