ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურა 
ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურა 

ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ გამოკვლევების შედეგად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულიტი არ დაუდასტურდა.

როგორც ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინე გელანტიამ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ საღამოს ჩატარდა გაფართოებული კონსილიუმი, რომელშიც ჩვენი კლინიკის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებმაც შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ინსულტის დიაგნოზი არ დასტურდება. დაიგეგმა რამდენიმე კვლევა, რომელიც დღესვე ჩატარდება და გადაწყდება შემდეგი მკურნალობის ტაქტიკა. ამჯერად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურია, ნათელი ცნობიერებით, მეტყველება კარგია. პაციენტს მარჯვენა ხელ-ფეხში შეზღუდული აქვს მოძრაობა. არსებული კვლევით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ ეტაპისთვის ინსულტი არ დასტურდება“,- განაცხადა მარინე გელანტიამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.