სპეციალური პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმერთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი