ღიდა ფაქრი - საქართველო ნამდვილად გახდა გამტარი ენერგორესურსებისა და ვაჭრობისთვის, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ასახავს, გამოწვევების მიუხედავად, როგორ ხდება მთლიანად რეგიონის გამოცოცხლება
ღიდა ფაქრი - საქართველო ნამდვილად გახდა გამტარი ენერგორესურსებისა და ვაჭრობისთვის, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ასახავს, გამოწვევების მიუხედავად, როგორ ხდება მთლიანად რეგიონის გამოცოცხლება

გეოსტრატეგიული პოზიციიდან გამომდინარე, საქართველო ნამდვილად გამტარი გახდა ენერგორესურსებისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელი დღე არის ასახვა იმისა, როგორ ხდება გამოცოცხლება მთლიანად რეგიონის, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, – ამის შესახებ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გამხსნელი პანელის მოდერატორმა, ღიდა ფაქრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება და მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში ყურადღების გამახვილება ახალ შესაძლებლობებზე.

„გვიხარია, რომ ვიმყოფებით ამ უძველეს ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს ცნობილ აბრეშუმის გზაზე და ცნობილია, როგორც კარიბჭე და დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის. თბილისში პირველად ვარ და ნამდვილად ვგრძნობ, რამდენად უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, რათა მართლაც დაკავშირებული იქნას აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთთან. თავისი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციიდან გამომდინარე, ქვეყანა გახდა ნამდვილად გამტარი ენერგორესურსებისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელი დღე არის ასახვა იმისა, როგორ ხდება გამოცოცხლება მთლიანად ამ რეგიონის, იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვხვდებით პერიოდში, როდესაც მომატებულია დაძაბულობა, საერთაშორისო დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება. კუბის სარაკეტო კრიზისისა და ცივი ომის შემდეგ პირველად არის ასეთი დაძაბული მდგომარეობა. ბევრს ვფიქრობთ ამ პერიოდზე და მნიშვნელოვანია, რომ ასევე შევხედოთ ახალ შესაძლებლობებს. უკრაინაში ომის და რუსეთზე დაწესებული სანქციების შედეგად, ახალი ჩარჩო და მოცემულობა შეიქმნა, რადგან ახალი არქიტექტურა ყალიბდება სამხრეთ კაკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მათ შეძლეს ამ შესაძლებლობის გამოყენება ეკონომიკის გამრავალფეროვნებისთვის, იმისთვის, რომ გაეღრმავებინათ სავაჭრო ურთიერთობები, რათა გაზრდილიყო მათი დაკავშირების პოტენციალი და გამხდარიყვნენ უფრო ძლიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ქვეყნები, ახალი რკინიგზაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

მისივე განმარტებით, შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან, უფრო და უფრო მიმზიდველი გახდა უკრაინის ომის შემდეგ, როგორც გზა იმისთვის, რომ გვერდი აუარონ რუსეთს.

„შუა დერეფნის ქვეყნების, როგორებიც არიან საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, წინაშეც ბევრი გამოწვევაა, რადგან შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლებლობები, რაც დააკავშირებდა კასპიის ზღვასთან, ასევე, საჭირო არის გაერთიანებული პოლიტიკის არსებობა. მნიშვნელოვანია, დაძლეული იქნას ეს ბარიერები მანამდე, ვიდრე შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს მიაღწევს. საქართველო ხშირად აღწერილია, როგორც კარიბჭე ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ და უმნიშვნელოვანესია ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანია ინვესტიცია და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც მთავარი პრიორიტეტი, რომელიც უშუალოდ განაპირობებს ქვეყნებს შორის დაკავშირების უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა ღიდა ფაქრიმ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ფორუმში მონაწილეობენ ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერები.