ქალაქ რაფაჰში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა
ქალაქ რაფაჰში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა

ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა, რომლებიც ქალაქს თავს აფარებდნენ.

ინფორმაციას რაფაჰის საავადმყოფოს ოფიციალური პირი ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, გარდაცვლილთა შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ამასთან, ღაზაში მდებარე ერთ-ერთ რაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა რამდენიმე ცხედარი ამოიყვანეს.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟებმა მოახერხეს ნანგრევებში დარჩენილი დაშავებული ადამიანების გადარჩენაც.