ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა, 106 კი დაშავდა
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა, 106 კი დაშავდა

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა, 106 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში, სულ მცირე, 33 970 ადამიანი დაიღუპა, 76 770 კი დაშავდა.

გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა ქალაქ რაფაჰში, სადაც 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ღაზის სექტორის სხვა ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან დევნილია. არაბული მედია წერს, რომ ღაზის სექტორში მსხვერპლი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, რადგან ათასობით ადამიანი ავიაიერიშების შედეგად ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

„გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ფონდის (UNISEF) ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახლების ორი მესამედი განადგურებულია.