რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა გვიან ღამით ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე ტანკებითა და თვითმფრინავებით იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. მინისტრმა დასძინა, რომ ერთ-ერთი დარტყმისას საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები ისრაელის მიერ რაფაში სამხედრო ოპერაციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. შეერთებულმა შტატებმა ისრაელს არაერთხელ მოუწოდა რაფაჰზე შეტევების შეწყვეტისკენ, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.