კლასიკური მუსიკის ფესტივალის, „ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დღეს დასრულდა. ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება.
ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ბოლო, მესამე კონცერტზე სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.
მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნიმ და ჩელისტმა იან-ერიკ გუსტავსონმა, ბენჯამინ ბრიტენის უბრალო სიმფონია, პაბლო სარასტეს კარმენ ფანტაზია, სულხან ცინცაძის მინიატურები და ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ჩელოსათვის დაუკრეს.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია, მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.