ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდა
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალი ახალგაზრდა ვირტუოზების გალა-კონცერტით დასრულდა.

შემსრულებლებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ფესტივალი სწორედ მომავალი თაობისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„მათ ეძლევათ არაჩვეულებრივი საშუალება, რომ გაიტანონ საქართველო ევროპაში, მაგრამ ევროპიდან ჩამოიტანონ, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია; თანამედროვე მუსიკას, კულტურას ეზიარონ იქ და ჩამოიტანონ აქ. ეს მათთვის გაზრდის ძალიან დიდი შანსია და მე მათ ყველას ვულოცავ დღევანდელ საღამოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და იუნესკოს პატრონაჟით გაიმართა.

პირველიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო ახალგაზრდული Art-ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

დატოვე კომენტარი