მდინარე რაინში ნავის გადატრიალების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი წლის გოგონას კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ
გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მდინარე რაინში ნავი გადატრიალდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „სუდოიჩე ცაიტუნგი“ ავრცელებს.
ტურისტების პატარა ჯგუფი გერმანიიდან რაიონის გავლით საფრანგეთის სანაპიროზე გადასვლას გეგმავდა. მათი ნავი საფრანგეთის ქალაქ გერსტჰაიმის მახლობლად ჩაიძირა. თვითმხილველებმა ნავში მყოფი პირების დახმარება სცადეს. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი მოხალისე მაშველია. მსხვერპლთა შორისაა ასევე ექვსი წლის გოგონა, ოთხი წლის გოგონას კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ჯერ უცნობია, რა გახდა ნავის ჩაძირვის მიზეზი. ნავში მყოფ ტურისტებს სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ.