თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი
თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი

თურქეთის დასავლეთ ნაწილში ნავის ჩაძირვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, სულ ნავში 16 მგზავრი იმყოფებოდა. ცხრა ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაცია კი კვლავ გრძელდება. ერთი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ჟურნალისტების ცნობით, ნავში თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათგან ორი არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგში იყო შემჩნეული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდა. 2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, თურქეთის სანაპიროდან ევროპაში მიმავალი 54 მიგრანტი ზღვაში დაიხრჩო.