თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

12:40, 17.06.2019

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით წერს, მაშველებმა 31 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ცხრა კი დაკარგულია.

ნავი ბოდრუმთან ჩაიძირა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი