თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ თურქეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით წერს, მაშველებმა 31 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ცხრა კი დაკარგულია.
ნავი ბოდრუმთან ჩაიძირა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.