მდინარე ნიგერში მგზავრებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაკარგულია 130-ზე მეტი ადამიანი
მდინარე ნიგერში მგზავრებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაკარგულია 130-ზე მეტი ადამიანი

მდინარე ნიგერში მგზავრებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაკარგულად ითვლება 130-ზე მეტი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ნავზე სულ 160-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. აღმოჩენილია ერთი ცხედარიც.

„ბიბისის“ ცნობით, ნავი რომელიც 80 მგზავრზე იყო გათვლილი, ასევე დატვირთული იყო ოქროს მაღაროდან წამოღებული ქვიშის ტომრებით. გადატვირთვისგან სატრანსპორტო საშუალება ორად გადატყდა და ჩაიძირა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.