ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, დაკარგულია 100-მდე ადამიანი

17:13, 29.06.2018

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ინციდენტი ტრიპოლიდან აღმოსავლეთით, ხმელთაშუა ზღვაში მოხდა.

სანაპირო დაცვამ 14 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. სავარაუდოდ, გადატვირთულ ნავზე სულ 120-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მსგავსი