გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. როგორც თავად რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ 5 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.
გერჰარდ შრედერი 2017 წლიდან „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარეა. ის გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა.