გერმანიაში ჰიმნის ტექსტის გენდერულად ნეიტრალურად შეცვლის ინიციატივით გამოვიდნენ
გერმანიაში ჰიმნის ტექსტის გენდერულად ნეიტრალურად შეცვლის ინიციატივით გამოვიდნენ

გერმანიის ოჯახის, მოხუცებულთა, ქალთა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი გენდერული თანასწორობის საკითხებში კრისტინ როზე-მერინგი გერმანიის ჰიმნის ტექსტის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც “დოიტჩე ველე” იტყობინება, სამინისტროს წარმომადგენლის ინიციატივით, ჰიმნის ტექსტი გენდერულად ნეიტრალური უნდა გახდეს. როზე-მერინგი სთავაზობს მთავრობას, სიტყვა “მამულის” (das Vaterland) სამშობლოთი (das Heimatland), ხოლო სიტყვა “ძმურად” “გულადითშიცვალოს.

კრისტინ როზე-მერინგს მაგალითად მოჰყავს ავსტრია, სადაც 2012 წლიდან ჰიმნის ერთ-ერთი სტროფი გენდერულად ნეიტრალური ტექსტით შეცვალეს. მიმდინარე წლის თებერვალში ჰიმნში ცვლილებები შეიტანა კანადამაც. კერძოდ, ფრაზა “სიყვარული სამშობლოსადმი ყველა შენს ვაჟებში” შეიცვალა ფრაზით “სიყვარული სამშობლოსადმი ყველა ჩვენგანში”.

დატოვე კომენტარი