გერმანელმა მფრინავმა ევროპის მოსახლეობას ვაქცინაციის დაწყება ცაზე შპრიცის სილუეტის გამოსახვით შეახსენა
გერმანელმა მფრინავმა ევროპის მოსახლეობას ვაქცინაციის დაწყება ცაზე შპრიცის სილუეტის გამოსახვით შეახსენა

ევროპის მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დაწყების შესახსენებლად, გერმანელმა მფრინავმა, სემი კრამერმა ცაზე გიგანტური შპრიცის სილუეტი გამოსახა. 20 წლის მფრინავმა მარშრუტი რუკაზე დაიტანა, რომელსაც „ჯიპიესის“ გამოყენებით გაივლიდა. 200-კილომეტრიანი ფრენის შემდეგ, შპრიცის ფორმის მარშრუტი ინტერნეტ გვერდ „ფლაითრადარ 24“-ზე გამოჩნდა.

„ვაქცინაციის წინააღმდეგი ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია და ჩემი მოქმედება მათთვის შეხსენებაა, რომ იფიქრონ ამ თემაზე“, – განუცხადა კრამერმა „როიტერ ტივის“ და დასძინა, რომ მისი ფრენა არ უნდა იქნას გაგებული, როგორც პირდაპირი მოწოდება ვაქცინაციისკენ. ევროპაში კორონავირუსის ვაქცინაციის კამპანია ოფიციალურად დაიწყო.