გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა შორის საფრანგეთის სამი მოქალაქეა
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა შორის საფრანგეთის სამი მოქალაქეა

იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა შორის, საფრანგეთის სამი მოქალაქეა. ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით ძველი ინფრასტრუქტურის შემოწმების ბრძანება გასცა. აუდიტის ფარგლებში ხიდებისა და გვირაბების უსაფრთხოებას შეამოწმებენ.

დანილო ტონინელიმ ხიდის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.

14 აგვისტოს გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.