გენუაში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
გენუაში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

გენუაში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები „ტვიტერზე“ ეხმაურებიან.

დონალდ ტუსკი

„გულით და ფიქრებით გენუის მსხვერპლთან, მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვარ”.

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი

„გენუის ტრაგიკული მოვლენების მიმართ ჩემს უდიდეს თანაგრძნობას გამოვთქვამ და გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებსა და მეგობრებს, იტალიელ ხალხს. სამაშველო ოპერაციების მონაწილეებს სიმტკიცესა და სიმამაცეს ვუსურვებ“.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„ფიქრებით მსხვერპლთან, მათი ოჯახის წევრებსა და იტალიელ ხალხთან ვართ. საფრანგეთი ამ ტრაგედიის დროს იტალიის გვერდით დგას და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინოს”.

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

„ხიდის საშინელი ჩამონგრევის გამო, თანავუგრძნობ გენუასა და იტალიელ ხალხს. გერმანელ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ მსხვერპლსა და მათ ახლობლებს“.

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო

„გენუას კადრები გულს გვტკენს. კანადა დღეს ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს“.